ქართველ ნევროლოგ რეზიდენტთა ასოციაცია

ჩვენი ისტორია
ჩვენ ვართ ქართველ ნევროლოგ რეზიდენტთა ასოციაცია (Georgian Neurology Residents’ Association). ოფიციალურად 2023 წლის 18 ოქტომბერს მოხდა სსიპ საჯარო ეროვნული რეესტრის მიერ ჩვენი ასოციაციის რეგისტრაცია.
ასოციაციის მთავარი მისიაა ქართველი რეზიდენტი ნევროლოგების გაერთიანება და ნევროლოგიის,როგორც მედიცინის ერთ-ერთი წამყვანი დარგის პოპულარიზება და განვითარება. ჩვენი ძირითადი სამუშაო დარგებია მოზარდთა დ ბავშვთა ნევროლოგია, ნეირომეცნიერება და ნეიროქირურგია. ასოციაციის წევრთა რაოდენობა 20 ადამიანს აღემატება. ამჟამად დაწყებული გვაქვს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა.
ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები
ქართული მედიცინის წინსვლა, ურთიერთობა კოლეგებს შორის, მომიჯნავე სფეროებს შორის კავშირის განმტკიცება, ცნობისმოყვარეობა, წინსვლის და სიახლის სიყვარული.

საინტერესო შემთხვევების გაზიარება
ჩვენი პლატფორმა იძლევა საშუალებას დაგაკავშიროთ სხვადასხვა პროგრამაში მონაწილე რეზიდენტებთან.
რეზიდენტებსა და მენტორებს შორის კავშირის დამყარება
დაგვიკავშირდი თუ გჭირდება რჩევა, როგორ განავითარო შენი სარეზიდენტო ცხოვრება.
სამეცნიერო საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა
გაიზიარე რეზიდენტურის პროგრამაში უკვე მონაწილე წევრების გამოცდილება.

გიორგი მაჭავარიანი
თავმჯდომარე

ანა დავლაშერიძე
სამეცნიერო გუნდის წევრი

ხატია ფარცვანია
მარკეტინგის ჯგუფის წევრი